თბილისში HELP-ის ელექტრონული პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებით ტრენერთა ტრენინგი მიმდინარეობს

25 იანვარი 2017

25-26 იანვარს,   ევროპის საბჭოს მიერ ადამიანის უფლებების სფეროში შექმნილი ელექტრონული სასწავლო პლატფორმის - HELP (ევროპული პროგრამა ადამიანის უფლებებში იურისტების განათლებისათვის) ტრენერთა ტრენინგი იმართება, რომელიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ლაშა მაღრაძემ გახსნეს.

HELP-ის პლატფორმა უზრუნველყოფს დისტანციური და დამოუკიდებელი სწავლების კურსებს მოსამართლეების, ადვოკატებისა და იურიდიული პროფესიის პირებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებში. HELP-ის ქსელი მოიცავს ევროსაბჭოს 47 წევრი ქვეყნის ეროვნული ტრენინგ-ინსტიტუტების (მოსამართლეების და პროკურორების) და საადვოკატო ასოციაციების წარმომადგენლებს.

HELP-ის პლატფორმაზე ელექტრონულად ხელმისაწვდომია სხვადასხვა სახის სასწავლო მასალა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თაობაზე.

ორდღიან ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობენ მოქმედი ადვოკატები, მოსამართლეები, პროკურორები და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები. მონაწილეები ღონისძიების ფარგლებში გაივლიან ტრენერთა ტრენინგს რომელიც მიზნად ისახავს მათი, როგორც მომავალი ტრენერების ცოდნის ამაღლებას HELP-ის სასწავლო პროგრამის მეთოდოლოგიასა და დისტანციური სწავლების განხორციელებაში.

 ღონისძიება იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მიმდინარეობს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი